Робота для біженців з України
ტენდერი სინქრონული თარგმანის მომსახურების შესასყიდად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სინქრონული თარგმანის მომსახურების შესასყიდად
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სინქრონული თარგმანის მომსახურების შესასყიდად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დახურვის ღონისძიებისათვის ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე და პირიქით სინქრონული თარგმანის მომსახურების შესყიდვა ორი სრული სამუშაო დღის განმავლობაში.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და სამუშაო პერიოდი:

პროექტის დახურვის ღონისძიება განხორციელდება 31 მარტსა და 1 აპრილს: 10:00-დან 18:00 საათის ჩათვლით. ღონისძიების ფარგლებში საჭირო იქნება სინქრონული თარგმნის მომსახურების გაწევა 15 პირისთვის ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე და პირიქით. თარჯიმანი ორგანიზაციის მხრიდან აღჭურვილი იქნება ყველანაირი საჭირო ინვენტარით, როგორებიცაა: სათარგმნი კაბინა, მსმენელის ყურსასმენები და სხვა.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

იურიდიული პირის შემთხვევაში:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** სინქრონული თარგმანის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით, დღგ-ს გარეშე.

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

** ექსპერტის რეზიუმე (CV) და სინქრონული თარგმანის კომპეტენციის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ექსპერტის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** 2 სარეკომენდაციო წერილი;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს საფასურს ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 18 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "VIBES - სინქრონული თარგმანის მომსახურება" კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე