Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700787&print=yes&view=jobs
 
ტენდერი რედაქტირებისა და თარგმანის მომსახურების შესასყიდად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი რედაქტირებისა და თარგმანის მომსახურების შესასყიდად
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 18 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად რედაქტირებისა და თარგმანის მომსახურების შესასყიდად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"SOS Children`s Villages Inetrnational" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და SOS ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში პროექტის ფარგლებში შექმნილი ქართულ ენოვანი სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის რედაქტირება და თარგმნა ინგლისურ ენაზე.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

პროექტის ფარგლებში შემუშავებული ქართულ ენოვანი ანგარიშების, პროექტის საინფორმაციო მასალის, იურიდიული დოკუმენტაციისა და სხვა თემატური მასალის თარგმნა ინგლისურ ენაზე:

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:

შერჩეულ იურიდიულ სუბიექტთან დაიდება ხელშეკრულება 2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით, რომელ პერიოდშიც უნდა მოხდეს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალში მითითებული დოკუმენტაციის თარგმნა. სათარგმნი გვერდების რაოდენობა არ არის წინასწარ განსაზღვრული და მათი მიწოდება მოხდება საჭიროებებიდან გამომდინარე.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** თარჯიმნის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს 1 გვერდის საფასურს - 2000 სიმბოლო (With spaces) დ.ღ.გ.-ს გარეშე ეროვნულ ვალუტაში.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 18 თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "VIBES - რედაქტირებისა და თარგმანის მომსახურება" კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 599 728 925.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია