|
დასახელება:
ბინაზე მოვლის პროგრამის მომვლელი
|
| მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბინაზე მოვლის პროგრამის მომვლელის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი" 25 წელზე მეტია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მომვლელი ბინაზე მოვლის პროგრამის ფარგლებში ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს.
ბინაზე მოვლის პროგრამის ფარგლებში, მომვლელი ზრუნავს ბენეფიციარის მოვლაზე და ამავე პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს შშმ ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობა და მისი უფლებების დაცვა
** ბენეფიციარის ფიზიკური მოვლა (მათ შორის, ტუალეტისა და სხვა ჰიგიენური პროცედურებისას) და მასზე მეთვალყურეობა
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარისთვის საკვების მომზადება და კვების პროცესში დახმარება;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების (ფუნქციური) განვითარებაზე ზრუნვა
** ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერა მოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვის საკითხებში
** მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი) წევრების მიერ, ბავშვთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
** თვეში ერთხელ, პროგრამის კოორდინატორის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე სავალდებულო დასწრება
** საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მიერ დაგეგმილ ტრენინგზე დასწრება
ცოდნა, კვალიფიკაცია
** მომვლელად მუშაობის გამოცდილება (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მედპერსონალის დამხმარის, სანიტრის ან მედდის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო დატვირთვა: განაკვეთი და გრაფიკი შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 11 მარტი. გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|