Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700771&print=yes&view=jobs
 
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი AMO
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
რესტორანი "ამო" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის (GM) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე/2 დასვენების დღე)

ჩვენ შესახებ

"ამო" - თანამედროვე, ქართული რესტორანი მთაწმინდაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რესტორნის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** POS სისტემებისა და MS Office-ის ცოდნა;
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (რუსული - სასურველი).

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების სრული მართვა და კონტროლი;
** რესტორნის შიდა პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა, დაცვა და მუდმივი გაუმჯობესება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესება;
** გუნდის წევრების შერჩევა, გადამზადება, განვითარება და მოტივაცია;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და გუნდის კოორდინაცია;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვა როგორც სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სალაროსა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზი, ბიუჯეტის მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** მარაგების მართვა, ინვენტარის კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
** სამზარეულოს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა ოპერაციული პროცესების ეფექტიანობისთვის;
** მენიუს განვითარება შეფ-მზარეულთან და მარკეტინგულ გუნდთან თანამშრომლობით;
** საოფისე პროგრამების გამოყენება ანგარიშგებისა და კონტროლისთვის;

პიროვნული მახასიათებლები:

** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვისა და ორგანიზების უნარი;
** ფინანსური და ოპერაციული აზროვნება;

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე, მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხარდაჭერასა და მუდმივ უკუკავშირს.

შერჩევის პროცესი:

** კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
** შერჩეულ კანდიდატს მუშაობის დაწყება მოუწევს დაუყოვნებლივ.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: პოზიციის დასახელება - თქვენი სახელი და გვარი.

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს,  დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია