|
დასახელება:
რადიაციული თერაპიის ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
სხივური მედიცინის ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
შპს "სხივური მედიცინის ცენტრი" აცხადებს შერჩევას რადიაციული თერაპიის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის ფიქსაცია რადიოთერაპიის და სიმულაციის სამკურნალო მაგიდაზე.
** სათანადო დოკუმენტაციის შევსება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ონკოლოგიის სფეროში.
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
** დილის და ღამის ცვლებში მუშაობის მზაობა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი - 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ხელფასი: დარიცხული 1250.00 ₾. (მზარდი პერსპექტივით)
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ. N6 (ლისის ტბის მიმდებარედ).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მარტი 2025 წ.
საკონტაქტო პირი: ლიზა ლაზარაშვილი - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი 591 93 98 22; llazarashvili@mmc.ge
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
შპს "სხივური მედიცინის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.
|
|
|
|