|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ANYWAY
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
"ANYWAY" არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ჩამოტანასა და მიწოდებას ჩინეთიდან საქართველოში.
გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ ქოლცენტრის ოპერატორს.
მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებითა და ონლაინ არხებით;
** ამანათებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა (სტატუსი, ვადები, ტარიფები);
** ოფისში ამანათების გასატანად მოსული მომხმარებლებისთვის თავაზიანი, ორგანიზებული და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე პროცესებისა და საჭირო წესების შესახებ;
** მონაცემების სწორად და დროულად დაფიქსირება სისტემაში.
მოთხოვნები:
** გამართული ქართული მეტყველება (ზეპირი და წერილობითი);
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** პასუხისმგებლობა, თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებას შეთანხმებით;
** მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ქოლ ცენტრის ოპერატორი: info@anyway.ge
|
|
|
|