Робота для біженців з України
დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკლარანტი
მომწოდებელი: ANYWAY
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"ANYWAY" არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ჩამოტანასა და მიწოდებას ჩინეთიდან საქართველოში.

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ დეკლარანტს, განიხილება დისტანციური მუშაობის შესაძლებლობაც.

მოვალეობები:

** გამარტივებული საბაჟო დეკლარაციების ფორმა4-ების მომზადება და გაფორმება;
** ამანათების ნუსხების ატვირთვა და მართვა RS.ge-ის სისტემაში;
** სასაქონლო კოდების (HS Code) შერჩევა ამანათების სპეციფიკიდან გამომდინარე;
** საბაჟო პროცესების მიმდინარეობის კონტროლი (ყვითელი/წითელი დერეფნის შემთხვევაში);
** კომუნიკაცია საბაჟოსთან, ოფისის გუნდთან და ოპერატორებთან.

მოთხოვნები:

** საბაჟო დეკლარანტად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** RS.ge-ის სისტემაში მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** საბაჟო პროცედურებისა და მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებას შეთანხმებით;
** მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ დეკლარანტი: info@anyway.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე