|
დასახელება:
საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტაჟიორი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და მხარდაჭერა;
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 720 ლარი
ფუნქციები:
** ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის მომზადება;
** საბუღალტრო პროგრამა "ORIS 7"-ში მუშაობა;
** სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები, ხელფასები, მივლინებები და ა.შ) დამუშავება და აღრიცხვა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროებისა და მომწოდებლების მიხედვით მიღებული სახსრების და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებული აღრიცხვა;
** იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;
** იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და თავისდროული აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საბუღალტრო აღრიცხვა სააგენტოში მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებების რეგულაციების შესაბამისად (რომელიც არსებითად განსხვავდება კერძო სამართლის იურიდიული პირების საბუღალტრო აღრიცხვის მიდგომებისგან).
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
** იცის სახელმწიფო ენა;
** სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი კურსი) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლება. აუცილებელია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგად ცოდნა;
** საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად სტაჟირების გავლის/ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
კონკურსის ეტაპები:
** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტაჟიორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|