Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700433&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: KiwiPost
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"KiwiPost" 8 წელია ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლიოს 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ბრენდის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში, როგორც ლოკალურ, ასევე რეგიონალურ ბაზარზე.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანიაში თქვენი როლი იქნება:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/მართა
** გაყიდვების მხარდაჭერა, ანალიტიკა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ბრენდების პოზიციონირება და კომუნიკაციის მიმართულების განსაზღვრა
** სოციალური ქსელების კონტენტის დაგეგმვა და კონტროლი
** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტიანობის ანალიზი
** დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და პარტნიორებთან კოორდინაცია
** კამპანიების შედეგების ანალიზი, KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი;
** ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.

როგორც მარკეტინგის მენეჯერს, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ:

** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)
** ციფრული მარკეტინგის არხების ცოდნა (Facebook, Instagram, Google Ads და სხვ.)
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** eCommerce და ონლაინ გამოწერების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გპირდებით:

** შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზარზე საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kiwipost.ge. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: hr@kiwipost.ge ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია