Робота для біженців з України
კონცეპტუალური არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონცეპტუალური არქიტექტორი
მომწოდებელი: Stipfold
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"სტიპფოლდი" ქმნის პროექტებს, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას და ფილოსოფიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების გენერირება. კომპანიაში თითოეულ გუნდს, განსაზღვრული აქვს თავისი როლი და პასუხისმგებლობა, რაც ორგანიზებულად მუშაობის საშუალებას გვაძლევს.

შემოქმედებითი გუნდი წარმოადგენს სტიპფოლდის კვლევისა და ინოვაციის ბირთვს. აღნიშნული გუნდი ქმნის კომპანიის არქიტექტურულ და დიზაინის კონცეფციებს, რომლებიც შემდგომ კომპანიის სხვა წევრების მიერ გარდაიქმნება რეალურ პროექტებად. გუნდის მიზანია შეისწავლოს ახალი მიდგომები, განავითაროს დიზაინის ენა და შეიტანოს ინოვაცია თითოეულ პროექტში.

ვაკანსია: კონცეპტუალური არქიტექტორი - შემოქმედებითი გუნდის წევრი

შემოქმედებითი გუნდის აღნიშნულ წევრს, ექნება საშუალება პარამეტრული არქიტექტურული პროგრამების გამოყენებით, მონაწილეობა მიიღოს იდეების და სტილის შექმნაში, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის სამომავლო ხედვას.

სავალდებულო მოთხოვნები:

** Rhino - ს სრულყოფილად ცოდნა;
** Revit - ის ცოდნა;
** Grasshopper - ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლამდე გამოცდილება;

ანაზღაურება: ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: ორშ - პარ. 09:00 - 18:00

I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება;
II ეტაპი - დავალების შესრულება.

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Concept Architect - Creative Team Member.

https://www.stipfold.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე