|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა, მონაწილეების ინფორმირება და პროტოკოლის მომზადება;
** ბილეთების, სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა;
** კორესპონდენციის ორგანიზება და არქივაცია;
** დოკუმენტაციის წარმოება, წერილების და ცნობების აღრიცხვა;
** ბრძანებების მომზადება;
** ტექნიკური პერსონალის მართვა;
** კომპანიის ავტომობილებისთვის საწვავის ფორმების შევსება;
** კორპორატიული მობილური ნომრებისა და საშვების აღრიცხვა და მართვა (ახალი თანამშრომლებისთვის ნომრების/საშვების გაცემა, წასული თანამშრომლებისთვის გაუქმება და საჭიროებების შესაბამისად ცვლილებების განხორციელება).
** ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის მოთხოვნის მომზადება და თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათებისა და ბეიჯების შეკვეთა.
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Administrative Assistant".
|
|
|
|