Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700296&print=yes&view=jobs
 
წარმოების ხელმძღვანელი - აჭარა, გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჩემი ნენა
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია შპს "ჩემი ნენა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მდებარეობა: აჭარა/გურია
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქციები:

** წარმოების სრული ციკლის მართვა
** საწარმოს სტრატეგიული და ოპერაციული მართვა,
** წარმოების დაგეგმარება
** პროდუქციის რეცეპტორების, შემადგენლობისა და შეფუთვის შესაბამისობის კონტროლი;
** ხარისხის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად
** ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების პროცესების დაცვა;
** ნედლეულის მიწოდების, ინვენტარის და ლოჯისტიკის კოორდინაცია;
** ხარჯების, ბიუჯეტის და სასაქონლო შესყიდვების ეფექტური მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური, სურსათის ტექნოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია