Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** სოციალურ ქსელში შემოსული შეტყობიებების რეპორტინგი;
** ინტერნეტ სივრცეში კომპანიის შეფასების მონიტორინგი;
** სოციალურ ქსელში განთავსებული კონტენტის მონიტორინგი;
** მარკეტინგული მასალით კომპანიის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კრეატიული და გაყიდვებზე ორიენტირებული კამპანიების ინიცირება;
** კამპანიის განხორციელებისთვის საჭირო მასალებსა თუ ადამიანებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, გადაღებების ორგანიზება თუ სხვა;
** სარეკლამო კომპანიებთან ან და სხვა ვენდორებთან ურთიერთობა;
** სარეკლამო კამპანიების განხორციელება;
** კამპანიის ბიუჯეტის შედგენა;
** შიდა კომუნიკაცია - კომპანიის თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგული აქტივობის შესახებ;
** პიარ-აქტივობები (მაგ: ღონისძიებაში ჩართულობა; თანამშრომლობა მედიასთან)
** კამპანიების შედეგების რეპორტინგი;
** კლინიკის ოფიციალური მეილის (info@leadermed.ge) მონიტორინგი და შემოსული მეილების გადაგზავნა საჭირო თანამდებობაზე მყოფ პირთან.
** კომპანიის ოფიციალური გვერდის ლინკდინზე მართვა და განახლება;
** ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რომელთანაც მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ იურიდიულ სამსახურთან ერთად;
** კომპანიაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჩივრის აღწერა და შესაბამისს სამსახურთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სოციალური ქსელის მართვის გამოცდილება
** განათლება მარკეტინგის მიმართულებით

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09 მარტი 2026

დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "მარკეტინგის სპეციალსიტი"
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე