Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700156&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საცხოვრებელ კომპლექსში უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურებისა და წესების შემუშავება და განხორციელება;
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე (შენობები, ეზო, პარკინგი, საერთო სარგებლობის სივრცეები) მონიტორინგის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
** მონიტორინგის ჯგუფის მართვა, სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** მობინადრეების, სტუმრებისა და მომსახურე პერსონალის გადაადგილების მონიტორინგი შიდა წესების შესაბამისად;
** უსაფრთხოების შიდა რეგლამენტებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი;
** პერსონალის გადამზადება და ინსტრუქტაჟების ჩატარება.

მოთხოვნები:

** მონიტორინგის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის მასივი.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია