|
დასახელება:
ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
ლისი ივენთ ჰოლი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ლისი ივენთ ჰოლი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 4000 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** ინტერიერისა და/ან ექსტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება
** სივრცითი დაგეგმარება და ვიზუალური გადაწყვეტების შექმნა
** 3D ვიზუალიზაციების, ესკიზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება
** მასალების, ავეჯის, განათებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა
** დამკვეთთან კომუნიკაცია და დიზაინის ეტაპების შეთანხმება
** პროექტის განხორციელების პროცესში დიზაინერული ზედამხედველობა
** არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და სხვა სპეციალისტებთან კოორდინაცია
** დიზაინში ცვლილებებისა და კორექტირებების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინი, არქიტექტურა)
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროფესიული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, 3ds Max, SketchUp, Archicad, Photoshop და სხვ.)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კრეატიული და ესთეტიკური ხედვა
** სივრცის შეგრძნება და დიზაინერული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** დროის მართვისა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და ვადებთან ადაპტირების უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: nadareishvilisopo@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინერი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
ლისი ივენთ ჰოლი არის საუკეთესო სივრცე სტუმარმასპინძლობის სექტორში, რომლის დიზაინიც და მაღალი სტანდარტიც ევროპულ და ქართულ ტრადიციულ სტილს აერთიანებს.
ლისი ივენთ ჰოლის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ლისი ივენთ ჰოლის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|