Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700143&print=yes&view=jobs
 
ინგლისურენოვანი რეპორტიორი/რედაქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი რეპორტიორი/რედაქტორი
მომწოდებელი: მთის ამბები
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"მთის ამბები / საქართველოს ამბები" თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმნის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000-4000 ლარი გადასახადების ჩათვლით (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად). დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე;
** ინგლისურენოვანი ვებგვერდის რედაქტირება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი, პროფესიულ დონეზე ფლობა (წერითი, სასაუბრო და თარგმანი);
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com.

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 თებერვალი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია