Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიუ კლასიკი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კომპანია "ნიუ კლასიკი" ქართულ ბაზარზე აწარმოებს და ყიდის ავეჯს.

პოზიცია - გაყიდვების კონსულტანტი;

ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ლილო - რუსთავი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი
ანაზღაურება - შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტირება და პროდუქციის რეალიზება და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება არსებული სტანდარტის დაცვით;
** პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: tamonapetvaridze@icloud.com.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 9 მარტი 2026 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე