Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700130&print=yes&view=jobs
 
სალომბარდე სესხების ექსპერტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალომბარდე სესხების ექსპერტი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხების ექსპერტის თანამდებობაზე.

"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

მდებარეობა: ქალაქი ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.
სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1300 ლარი + ბონუსი (300-600).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ტექნიკის შეფასება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV-ი ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია