Робота для біженців з України
კურსი ქსელური ადმინისტრ. მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურსი ქსელური ადმინისტრ. მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა-ს აკადემია" აცხადებს მიღებას უფასო კურსზე: ქსელური ადმინისტრირება მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის (Cisco & Juniper) "Network administration for small and medium sized organizations including Cisco and Juniper equipment and protocols".

კურსის აღწერა:

კურსი მიზნად ისახავს ქსელური ტექნოლოგიების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას Cisco და Juniper-ის ქსელური მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვას, კონფიგურაციასა და მართვას მცირე და საშუალო ორგანიზაციების საჭიროებების შესაბამისად.
სამიზნე აუდიტორია პირები, რომლებსაც გააჩნიათ ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა და სურვილი აქვთ შეიძინონ Cisco და Juniper-ის ქსელურ მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის პრაქტიკული უნარები პროფესიული
განვითარებისთვის.

დაწყების თარიღი: 31 მარტი, 2026
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
ლექციების დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი
დაწყების დრო: 18:00
ლექციის ხანგრძლივობა: 1-1.5 საათი

ლექციების ჩატარების ადგილი: მარშალ გელოვანის 23, კორპუსი 6, პირველი სართული
ლექციების ჩატარების ენა: ქართული, სასწავლო მასალა ინგლისურენოვანი კომპონენტებით

კურსზე განხილული საკითხები:

** Basic device configuration
** Vlans
** Inter vlan routing
** Spanning tree
** Etherchannel
** DHCP
** Access lists
** Routing concepts, Static route
** OSPF
** NAT

კურსი არის უფასო ევროკომისიის Erasmus+ პროგრამის Micro-GEAR პროექტის ფარგლებში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://grena.ge/course/6985bd9273e643608345ce74/en
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე