Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კომპანია "LION TRANS"-ს აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის მოკლე აღწერა

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი პასუხისმგებელია ყველა ციფრული მარკეტინგული აქტივობის განხორციელებაზე, მონიტორინგსა და ანგარიშგებაზე. მისი მთავარი ამოცანებია სოციალური მედიის კამპანიების ოპტიმიზაცია, სარეკლამო ბიუჯეტის მართვა და შედეგების ანალიზი სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე.

ძირითადი მოვალეობები:

სოციალური მედიის მართვა და რეკლამა:

** სარეკლამო ბიუჯეტის სწორად გადანაწილება და მართვა ეფექტური ხარჯვის უზრუნველსაყოფად.
** საკომუნიკაციო არხების შერჩევა, კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება.
** არსებული სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, TikTok) და საჭიროების შემთხვევაში ახლის დანერგვა.
** პოსტების გამაძლიერებელი კამპანიების ჩატარება მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.
** Google Ads და სხვა ციფრული რეკლამების განთავსება საჭიროების მიხედვით.
** ახალი პლატფორმების დანერგვა, როგორიცაა WhatsApp Communities, YouTube არხები და სხვ.

ტექნიკური მხარე და ანალიტიკა:

** მუშაობა Google Tag Manager-თან და ანალიტიკასთან.
** მთავარი საკომუნიკაციო კალენდრის მიხედვით პოსტინგის გრაფიკის დაცვა და ბიზნეს ერთეულებისთვის საუკეთესო დროების განსაზღვრა.

კონტენტის შექმნა და განხორციელება:

** კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, კონტენტის მენეჯერთან კომუნიკაცია და აქტუალური ტრენდებისა და მაღალეფექტური მასალების შესახებ რეკომენდაციების მიწოდება.
** საბოლოო კონტენტის გამოქვეყნება (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, X, TikTok) დადგენილ ვადებში.

ბაზრის კვლევა და ანალიზი: ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი შესაბამის სფეროში.

შესრულების ანალიზი და ანგარიშგება: ციფრული აქტივობების ანალიზი, მონიტორინგი და ანგარიშგება მარკეტინგის ხელმძღვანელთან.

განათლება: ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის ბაკალავრის ხარისხი.

გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართუელბით (სასურველია მომსახურების სექტორში მენეჯერულ როლში გამოცდილება).

ცოდნა, უნარები და კომპეტენციები:

** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2/C1 დონე).

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარები.
** უნარი მართოს და გაწვრთნას თანამშრომლები.
** სტრატეგიული დაგეგმარების უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** კომუნიკაციის, დარწმუნებისა და მიზნების მიღწევის უნარი.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა.
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე