Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=700036&print=yes&view=jobs
 
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"Midea Caucasus" წარმოადგენს "Midea Group"-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და შენობის საინჟინრო აღჭურვის მიმართულებით. პორტფელი ასევე მოიცავს შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.

კომპანიის მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: mideacaucasus.com/ka

"Midea Caucasus" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის # 4გ;
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი,
10:00 - 18:00 / შაბათი, 10:00 - 14:00

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრეინინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა კონკურენტების ანალიზის, ხარჯების სტრუქტურისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით;
** საპროექტო, სეზონური და პრომო ფასების განსაზღვრა, მათი გავლენის შეფასება მომგებიანობაზე (Gross Margin, Contribution Margin...);
** ახალი შემოთავაზებების, ბიზნეს ქეისების განხილვა და სარგებლიანობის გაანგარიშება (NPV, IRR, Payback Period, ROI ...);
** პროექტების მომგებიანობის დათვლა და რეკომენდაციების შემუშავება;
** პროდუქციის თვითღირებულებების ანალიზი/კონტროლი, ფასების ცვლილებების (მომწოდებლებიდან) მუდმივი მონიტორინგი;
** მარაგების ოპტიმალური დონის მონიტორინგი (EOQ, ABC/XYZ ანალიზი, Safety Stock...), რეკომენდაციების შემუშავება საწყობის ეფექტიანობისა და ბრუნვის გასაუმჯობესებლად;
** ხარჯების ოპტიმიზაცია, არაეფექტური ხარჯების იდენტიფიცირება, შემცირების სტრატეგიების შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერა;
** სამუშაო კაპიტალის (Working Capital) ოპტიმიზაცია - DIO, DSO, DPO მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება;
** მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, მათ შორის მომწოდებლების ანალიზი, ლოგისტიკური ხარჯების კონტროლი, რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** მონაცემების ანალიზი ERP სისტემებში (მაგ. 1C, SAP), რეპორტინგისა და დეშბორდების შექმნა Excel-სა და სხვა სისტემებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** 3-5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ, ან კომერციულ ანალიზში (საბითუმო ვაჭრობის, დისტრიბუციის, ან წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ღრმა ცოდნა ფინანსური მოდელირების, ფასების სტრატეგიის შემუშავების, თვითღირებულებისა და მიწოდების ჯაჭვის ანალიზის მიმართულებით;
** Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (1C, SAP, ან მსგავსი);
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ენების ცოდნა: ინგლისურის ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობისთვის;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია