Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=699992&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე კარდიოლოგიის განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება კარდიოლოგიის მიმართულების რეზიდენტს;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
** მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** აკურატულობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 09.03.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია