Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=699972&print=yes&view=jobs
 
გეგმიური სტაციონარული შემთხვევების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეგმიური სტაციონარული შემთხვევების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით გეგმიური სტაციონარული შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გეგმიური ჰოსპიტალური შემთხვევების რეგულირება და მართვა, მათ შორის საგარანტიო წერილების მომზადება;
** დაზღვეულის მიერ არაპროვაიდერ კლინიკაში მიღებული გეგმიური ან გადაუდებელი მომსახურების შემდგომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება და პროგრამულად ასახვა;
** გეგმიურ ჰოსპიტალურ შემთხვევებზე შემოსული წერილებისა და რეკლამაციების განხილვა, უარის შემთხვევაში დასაბუთებული წერილობითი პასუხის მომზადება;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** დაზღვეულებთან კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკებთან კომუნიკაცია დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სადაზღვევო ან სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

დამატებითი მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გეგმიური სტაციონარული შემთხვევების მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია