Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=699951&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო დაბეგვრის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო დაბეგვრის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

Nexia Georgia აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო დაბეგვრის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის ქ. 12, King David.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით;
** საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების (ტრანსფერფრაისინგის) მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპების (OECD სამოდელო კონვენციის მიხედვით) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** Excel-ის ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადება/ განახლება ყველა სახის კონტროლირებული ტრანზაქციისთვის;
** ბენჩმარკინგის კვლევის და სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადება; სატრანსფერო ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებები კომპლექსური ფინანსური ტრანზაქციებისთვის;
** ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების მომზადებაში დახმარება, დაგეგმვა და დანერგვა;
** სატრანსფერო ფასწარმოქმნის კუთხით ტრანზაქციების ეფექტიანობის შეფასება;
** კომპანიის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სტატუსის შემოწმება და გაუმჯობესების შესაძლებლობების მოძიება;
** კონსულტაცია სატრანსფერო ფასწარმოქმნის ფუნქციებსა და ბიზნეს პროცესებზე;
** სატრანსფერო ფასწარმოქმნის აუდიტის დროს მხარდაჭერა;
** პროფესიული მოსაზრებების მომზადება საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის მუდმივი დაწესებულების წარმოშობასთან, სხვადასხვა შემოსავლების დაბეგვრასთან, შემოსავლების კატეგორიზაციასთან, ჩათვლის გამოყენებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
** საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისად მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა კონტრაგენტი კომპანიებისათვის (საგადასახადო კონსალტინგი, საგადასახადო აუდიტი, საგადასახადო დავაში მხარდაჭერა, რევიზიის პროცესში მხარდაჭერა, ასევე დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა სერვისების განხორციელების მიზნით);
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
** არსებულ კლიენტებთან პერიოდული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე პროექტში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის პროექტების დაგეგმვა, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობების განსაზღვრა, გუნდის დაკომპლექტება და საქმიანობების დელეგირება უფროს აუდიტორებზე და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებზე;
** პროექტების შესრულების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებების შეტანა;
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება სერვისის გაწევის მიზნით. საკითხის შეფასება და ანალიზი, (საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დავაში მხარდაჭერის შემთხვევაში სადავო საკითხების ანალიზი და შეფასება და სხვა საკითხების იდენტიფიცირება);
** კლიენტთან მოლაპარაკების შედეგებისა და დოკუმენტაციის პირველადი ანალიზის საფუძველზე მომსახურების ბიუჯეტის განსაზღვრაში მონაწილეობა;
** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირების თვალსაზრისით საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა (დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმების შესაბამისად თუ ვერ დგინდება საგადასახადო რისკების საჭირო საკითხი და არსებობს გარკვეული თემატური საკითხები, რომელიც დგინდება საგადასახადო მანუალებით, წინასწარი გადაწყვეტილებებით და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით);
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგებისა და შიდა სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** გარკვეული პერიოდულობით სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მომზადება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო დაბეგვრის უფროსი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია