|
დასახელება:
ქვესადგურის მორიგე
|
| მომწოდებელი:
ვინდ ფაუერ
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
სს "ვინდ ფაუერ" აცხადებს ვაკანსიას ქვესადგურის მორიგეს პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
სს "ვინდ ფაუერ" არის შპს "ფერის" შვილობილი კომპანია. იგი ახორციელებს საქართველოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს - 206 მეგავატი დადგმული სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურს ქარელის მუნიციპალიტეტში. კომპანიის მიზანია განახლებადი ენერგიის წარმოება და ელექტროენერგიის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.
ფუნქციები:
** ქვესადგურის ტექნიკური მონაცემების დაკვირვება და მონიტორინგი;
** ქვესადგურის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქვესადგურის ელ. დანადგარების პერიოდული დათვალიერება, გადართვების წარმოება, ოპერატიული ინფორმაციების შეგროვება და გადაცემა;
** ავარიული შემთხვევების თავიდან აცილება;
** ავარიული შემთხვევისას შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
** ქვესადგურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის ან ენერგეტიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი ძაბვის ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო ადგილი: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი
სამუშაო საათები: 24 საათიანი ცვლა, 4 დღეში ერთხელ
CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 6 მარტი, 2026 წელი.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა CV უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@windpower.ge
შენიშვნა: გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|