|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საცალო და კორპორაციული მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად: შეკვეთის მიღება, შეკვეთის შესაბამისი განაცხადის შექმნა, ანგარიშ ფაქტურის გაგზავნა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
** მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
** მომხმარებელთა ბაზის განახლება და დოკუმენტების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის Basic დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|