|
დასახელება:
პრომოუტერი
|
| მომწოდებელი:
პოლიპრომი
|
|
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია "პოლიპრომი", 9 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index - ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
"პოლიპრომის" მთავარი ორიენტირი ხარისხზე მორგებული მომსახურება, ხელმისაწვდომობა და ოპერატიულობაა.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც საცალოდ, ასევე კორპორატიული მიმართულებით საქართველოს ყველა რეგიონში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქუთაისში.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქუთაისი, მაღაზია "ნოვა"
** მოქნილი გრაფიკი - 6 საათიანი სამუშაო დრო (საათების ინდივიდუალურად შეთანხმება შესაძლებელია)
** ანაზღაურება: 35 ლარი დღეში; საბონუსე სისტემა;
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ულიმიტო სასაუბრო დრო, სამედიცინო დაზღვევა
უფლება-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
** სამუშაო არეალის მოწესრიგება (თარო, სტენდი)
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი
** ხელმძღვანელ პირთან დროული კომუნიკაცია
ძირითადი მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** სიახლეებისადმი სწრაფვა;
** მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა (კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებსა და სწავლებებს)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ cv მითითებულ მეილზე: levani_tordinava@yahoo.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|