Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=699377&print=yes&view=jobs
 
C კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: C კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

შპს "ემერენ გრუპი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ხილ-ბოსტნეულის შეფუთვას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს და ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რომლის მეშვეობითაც პროდუქცია ნაწილდება საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება და გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, ინოვაციური სიახლეების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების ათვისება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას, პარტნიორებთან გრძელვადიანი და საიმედო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების მოპოვებას.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან

ფუნქცია-მოვალეობები: ობიექტების მომარაგება წინასწარ გაწერილი გეგმისა და განსაზღვრული მარშრუტის შესაბამისად, თბილისსა და მის შემოგარენში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა ობიექტამდე
** მართვის მოწმობა - C კატეგორია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: mikheilkhomeriki21@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-"მძღოლი" .
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია