|
დასახელება:
დისტრიბუტორი, დისტრიბუტორის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
უნო გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
კომპანია "უნო გრუპი" ბავშვთა კვების წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის და დისტრიბუტორის თანაშემწის თანამდებობაზე თბილისში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია)
** სასურველია ბავშვთა ჰიგიენური საფენების დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებლად) C კატეგორია (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება
** კონტროლი სავაჭრო ობიექტებში შესაბამისი წესით განთავსებული კომპანიის კუთვნილი სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობაზე
** პროდუქციის რეალიზაციაზე პერსპექტიული და მიმდინარე დაგეგმარების მეთოდის და თანამიმდევრობის ცოდნა
** კონკურენტების პროდუქციის, ასორტიმენტის, ფასების ცოდნა
** ქსელში კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოძიება
** ბორტზე არსებული ნაშთის ყოველდღიური აღწერა და კონტროლი
** სალაროს წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (დასვენების დღე: შაბათი-კვირა; ** გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია შაბათი დღის დატვირთვა)
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარის ფარგლებში, ზრდის პერსპექტივით
** დაწინაურების პერსპექტივა
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით (CV) მისამართზე: company@unogroup.ge. მიუთითეთ პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|