|
დასახელება:
ადვოკატი
|
| მომწოდებელი:
სესილი ქადარიას საადვოკატო ოფისი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"სესილი ქადარიას საადვოკატო ოფისი" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 37
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + დანამატი თითოეული აღებული საქმიდან
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
** იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (ხელშეკრულება, ბრძანება, აქტი და სხვა).
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
** კომპანიების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში (მერია, სამინისტრო და სხვა)
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სპეციალიზაციით, ამასთანავე საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესად,
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: sesilikadarialawfirm@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|