|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ონიქს კორპორეიშენი
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური ანალიტიკოსი.
"ონიქს კორპორეშენი" არის ფარმაცევტული წარმოების კომპანია. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, სტაბილურ განვითარებასა და ეფექტურ შიდა პროცესებზე, რაც უზრუნველყოფს სანდოობას როგორც პარტნიორებთან, ისე მომხმარებლებთან ურთიერთობაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გ. სააკაძის დაღმართი №6
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური უწყისების მომზადება IFRS სტანდარტის მიხედვით;
** საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
** ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი;
** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
** მარაგების ბრუნვადობის, შესყიდვების ციკლის ანალიზი და კონტროლი;
** ძირითადი ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
** დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი;
** ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლები;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
** ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია IFRS სტანდარტების ცოდნა;
** MS Office, Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
|
|
|
|