Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=699083&print=yes&view=jobs
 
დაბრუნების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაბრუნების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას დაბრუნების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00; 2 დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: ლილო, იუმაშევის N14 (ლილოს ტერმინალი)
ბენეფიტები: კვება, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა სამგორის მეტროდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებიდან დაბრუნებული, ასევე, საწყობში დაზიანებული პროდუქციისა და ინვენტარის ზუსტი აღრიცხვა;
** დაბრუნებული ინვენტარისა და ყუთების განთავსება შესაბამის სივრცეში, წინასწარ განსაზღვრული წესებისა და სტანდარტების დაცვით;
** დაზიანებული პროდუქციის დახარისხება და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში განთავსება;
** დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** სავაჭრო ქსელიდან ჭარბი ნაშთის სახით დაბრუნებული პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა და შესაბამის სივრცეში განთავსება;
** მომწოდებლისთვის დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის რაოდენობის თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
** დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის მომწოდებლისთვის შესაბამის ვადებში დაბრუნების უზრუნველყოფა;
** დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის ყუთებში განთავსება წინასწარ განსაზღვრული ჯერადობის შესაბამისად, ერთნაირი ნომენკლატურის პროდუქციის ერთად განთავსების უზრუნველყოფით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების MS Office (Word, Excel) ცოდნა.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე:  Recruiting.warehouse@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დაბრუნების სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  15 თებერვალი, 2026 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია