|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - CX კვლევითი და საგანმან. პროექტები
|
| მომწოდებელი:
კომპანია CX Hub
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
ჩვენ შესახებ:
კომპანია "CX Hub" - მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო" ანაზღაურებადი სტაჟრების ფარგლებში ეძებს მოტივირებულ და აქტიურ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს "მომხმარებლის" და "თანამშრომლის" გამოცდილების მართვის სფერო და სურს სამომავლოდ ამ მიმართულებით კარიერის განვითარება.
CX Hub არის პირველი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლისა, თუ თანამშრომლის გამოცდილების მართვის არაერთ არეალში ეხმარება. როგორიცაა: მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; ტრენინგები და ვებინარები მენეჯერული რგოლისა თუ ფრონტლაინის თანამშრომლებისთვის; მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის ერთიანი პლატფორმა; გამოცდილების ინდექსების შემუშავება, კვლევა და გაზომვა. დამატებითი დეტალები კომპანიის შესახებ, იხილეთ, ბმულზე
კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას | CX კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების მიმართულება.
რას გააკეთებ:
ეს როლი აერთიანებს CX Hub-ის საგანმანათლებლო და ცოდნის გაზიარების პროგრამებს (ტრენინგები, ვორქშოფები, CX ბიზნეს სამიტი, CX Community). ქვემოთ მოცემულია დეტალური აღწერა თუ რას გააკეთებ სხვადასხვა მიმართულებებით:
ტრენინგები და განათლება
** CX Hub-ის არსებული ტრენინგ პროგრამების მიმოხილვა
** მოქმედ და პოტენციურ კლიენტებთან პროაქტიური შეხვედრები ტრენინგ საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით
** პლატფორმების იდენტიფიცირება, სადაც ხდება პროფესიული ტრენინგების შეთავაზება
** CX Hub-ის ტრენინგების პოზიციონირებასა და პრომოციაში მონაწილეობა
** ტრენინგ პროგრამების განახლება და განვითარება
** ეტაპობრივად ტრენინგების ფასილიტაციაში ჩართულობა და შემდგომში დამოუკიდებელად წარმართვა
CX ქომუნითის შექმნა და მართვა:
** CX Hub-ის პროფესიული ქომუნითის შექმნის პროცესში მონაწილეობა
** ცოდნის გაზიარების ფორმატების დიზაინი:
** შეხვედრები
** ონლაინ სესიები
** პროფესიული დისკუსიები
** ცოდნის გაზიარების ღონისძიებების ორგანიზება
** ქომუნითის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია
** CX კომუნითის Facebook ჯგუფის მართვა
** წევრების ჩართულობის ზრდა.
CX Business Summit (წლიური ღონისძიება)
** პოტენციური პარტნიორებისა და სპიკერების მოძიება
** შეხვედრები ქართულ კომპანიებთან და საერთაშორისო CX ექსპერტებთან
** ღონისძიების დღის წესრიგისა და კომუნიკაციის მხარდაჭერა
** CX Business Summit-ის ორგანიზებაში მონაწილეობა
სამუშაო ფორმატი
** მოქნილი სამუშაო საათები
** ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
რას მიიღებთ ჩვენგან:
** თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას
** პროფესიული ზრდისა და სერტიფიცირების შესაძლებლობას CX Hub-ის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტრენინგ კურსსა, თუ ვებინარზე დასწრების გზით
** CX Hub-ის მიერ ორგანიზებულ Customer Experience (CX) Business Summit & CX Award Georgia-ზე დასწრების შესაძლებლობას
** სპეციალურ პირობებს CX Hub-ის პარტნიორი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა The CX Academy, Interaction Design Foundation და სხვ.
** ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას
** მოქნილ სამუშაო განრგის (ჩვენთან მთავარია საქმე დროულად, კარგად და ხარისხიანად გაკეთდეს)
** CX-ში კარიერის განვითარების შესაძლებლობა.
რას ველით თქვენგან:
** მაქსიმალურ გულახდილობას
** საქმის გულანთებულად კეთებას (ისე, როგორც მეგობარს გაუწევდი მხარდაჭერას)
** სწავლისა და განვითარების მოტივაციას (თუ რაიმე არ იცი, არ არის პრობლემა. მთავარია, გინდოდეს, რომ ისწავლო)
** კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას დაკისრებული ამოცანების მიმართ.
მოთხოვნები:
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office)
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო/კითხვა/წერა (როლი მოიცავს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას და პლატფორმებთან მუშაობას)
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 400 სიტყვისა, სადაც აღწერთ, თუ რა არის თქვენი აღნიშნულ კომპანიაში/როლში მუშაობის მოტივაცია), შემდეგ მისამართზე 5 თებერვლის ჩათვლით: info@cxhub.ge
|
|
|
|