Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=698714&print=yes&view=jobs
 
ბაგა-ბაღის მენეჯერი - დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბაგა-ბაღის მენეჯერი - დირექტორი
მომწოდებელი: სკოლა ალბიონი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონთან" არსებულ ბაგა-ბაღს ("მომავალი ალბიონელი") ესაჭიროება ბაგა-ბაღის მენეჯერი - დირექტორი.

უნდა იცოდეს:

** ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღს, პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე.
** ქმნის აღსაზრდელის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისთვის შესაბამის პირობებს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.
** ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის პირობებით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს მოთხოვნების შესრულების გეგმას.
** აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.
** ასრულებს დამფუძნებელ-დირექტორის წერილობით და სიტყვიერ დავალებებს, რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან.
** სისტემატურად უწევს მონიტორინგს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს
** უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობას და ახორციელებს თვითშეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი
** ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი.
** "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები"
** "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნები".
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი.
** "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების" დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი…

ხელფასი 2000 ლარი
სამუშაო საათები: 900 სთ.- დან 1900 საათამდე.

გთხოვთ, სკოლის ელ. ფოსტაზე school.albion@yahoo.com გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ფოტოსურათი;
** CV
** სამოტივაციო წერილი

სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი - 206217440
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია