|
დასახელება:
დეკლარანტი
|
| მომწოდებელი:
სისიემეი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"სისიემეი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ლოკაცია: ქ. თბილისი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ტვირთების ყველა საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმება და იდენტიფიცირება;
** ტვირთების წინასწარი დეკლარირება საზღვრის გადმოკვეთამდე, სრულყოფილი საბუთების არსებობის შემთხვევაში;
** სარკინიგზო ტვირთის წინასწარი დეკლარირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საზღვრის გადმოკვეთამდე ან/და საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საწყობში შემოსული ა/მ-ის არსებობის შემთხვევაში;
** საზღვაო ტვირთის (კონტეინერით) წინასწარი დეკლარირება, პორტში შემოსვლამდე ან/და დეკლარირება პორტში შემოსვლის შემდეგ საწყობში შემოსული კონტეინერის არსებობის შემთხვევაში;
** განბაჟებისთვის სრულყოფილი საბუთების არარსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა შესაბამისი განყოფილებებისგან;
** ტვირთების განბაჟებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საკითხის გარკვევა და მოგვარება საბაჟოსთან;
** კომპანიის კუთვნილი ტვირთების დეკლარირება და განბაჟება.
** კომპანიის კუთვნილი განბაჟებული ტვირთის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დაკომპლექტება/დაარქივება საბაჟო-სატვირთო დეკლარაციის ჩათვლით;
** რე-ექპორტზე გასაშვები ტვირთების დეკლარირება და დეკლარაციების მიწოდება შესაბამისი განყოფილებისთვის;
** დეკლარაციების განაცხადის გაშვება პორტალზე;
** კომპანიის სააღრიცხვო სიტემაში, საბაჟო ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა და მოთხოვნების გაწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება დეკლარანტის პოზიციაზე;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** საბაჟო საკითხების სრულყოფილი ცოდნა, მათ შორის დასაწყობების, იმპორტის, რე ექსპორტის და სხვა რეჟიმების ცოდნა;
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის (B2-C1) ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@ccma-group.com სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|