Робота для біженців з України
ანაზღ. სტაჟირება გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში. სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობა;
** საველე გასვლებში მონაწილეობა;
** დეპარტამენტის ტრენინგებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა, გეოდეზია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ოპერაციული სისტემა Linux-ში მუშაობის გამოცდილება;

ქცევითი კომპეტენციები:

** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ველზე მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge.

აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში."

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში.

დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე