Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
სამედიცინო სფეროში დასაქმების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეკრუტინგული კომპანია საერთაშორისო და ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიებისთვის აწარმოებს კადრების შერჩევას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

ჩვენ მზად ვართ თქვენი მოთხოვნების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად შემოგთავაზოთ კონკურენტუნარიანი დასაქმების პირობები საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებში სასურველი სამუშაო განრიგით და სასურველი ანაზღაურებით.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკა, აფთიაქები) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება
** ვიზიტის ფარგლებში პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა-პრეზენტირება;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად ღონისძიებების დაგეგმვა და აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება მედიცინის ან ფარმაციის მიმართულებით
** გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ მეილზე: hrdasakmeba@gmail.ge და მიუთითოთ სასურველი ლოკაცია (თბილისი ან რეგიონი), მისაღები სამუშაო განრიგი და სასურველი ანაზღაურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე