|
დასახელება:
ტენდერი: WISE Do No Harm მედია პროექტი
|
| მომწოდებელი:
მერსი ქორფსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 თებერვალი
|
|
თანდართული ფაილი:
698577_Mercy_Corps___WISE_8167170.zip
|
"მერსი ქორფს საქართველო" აცხადებს ტენდერს შემდეგ საქმიანობაზე:
სათაური: WISE "Do No Harm" მედია პროექტი
პროგრამა: WISE (ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის)
კონტრაქტის ტიპი: ორგანიზაციული კონტრაქტი
შეთავაზების მიღების ბოლო ვადა: (პირველ ეტაპზე Intent to Bid-ის ფორმის შევსება და გამოგზავნა) 11.02.2026
პროგრამა "ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის" (შემდგომში - "პროგრამა") ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება "მერსი ქორფს საქართველოს" მიერ საქართველოსა და სომხეთში.
პროგრამა თანამშრომლობს პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის (VAWG) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) პრევენციისა და წინააღმდეგობის მიმართულებით.
პროგრამის მიზნები, სტრუქტურა და ჩარჩო:
WISE გუნდის საქმიანობა მიმართულია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის (VAWG) საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ, სადაც მედიას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ენიჭება. მედიის წარმომადგენლები - ჟურნალისტები, პროდიუსერები, ტელევიზიის, ონლაინ მედიის, უნივერსიტეტებისა და რადიოს წარმომადგენლები - პროგრამის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იურისტებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
გთხოვთ, წარმოადგინოთ შევსებული ფორმა ინგლისურ ენაზე, 11 თებერვლამდე, 2026, მისამართზე: gkudakovi@mercycorps.org
Mob: 599 72 00 08
ელფოსტის თემაში მიუთითეთ WISE-Programme
შესავსები ფორმა, დეტალები და მოთხოვნები მიმაგრებულია თანდართული დოკუმენტის სახით.
|
|
|
|