Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=698554&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: Index | Wealth Management
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"Index | Wealth Management" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ: "Index | Wealth Management" 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: 2000 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** გუნდის მხარდაჭერა კამპანიების დაგეგმვასა და შესრულებაში
** მარკეტინგული და საკომუნიკაციო მასალების მომზადების კოორდინაცია
** სააგენტოებთან, დიზაინერებთან და ფროდაქშენ გუნდებთან კომუნიკაცია
** ბაზრის, კონკურენტებისა და სამომხმარებლო ტრენდების ანალიზში მონაწილეობა
** სოციალური მედიის და კონტენტის მიმართულებით მხარდაჭერა
** ბრენდ ბუქისა და შიდა გაიდლაინების დაცვაზე ზედამხედველობა

აუცილებელი უნარები:

** 2 წლამდე გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში;
** 2 წლამდე გამოცდილება მარკეტინგის ან ბრენდინგის სფეროში;
** გამართულად წერისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მარკეტინგის და ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კორპორაციულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ);
** მეგობრულ გუნდს;
** განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია