|
დასახელება:
ავტოპარკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Enterprise Rent A Car
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორაციულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: http://www.enterprise.com
"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.
სახელფასო შუალედი: 1, 500-2, 500 ლარი (მოქმედებს საბონუსე სისტემით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მართვის მოწმობა (მექანიკა) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** ავტომობილის ტექნიკური ნაწილის საბაზისო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** ავტომობილების სერვის ცენტრებში ტრანსპორტირება
** დაზიანებული ავტომობილის ჩანაცვლება და ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე
** ავტომობილის საბურავების სეზონური შეცვლა და დასაწყობება
** მომხმარებლებისთვის გზაზე დახმარების სერვისის უზრუნველყოფა
** ავტომობილების გასაქირავებლად მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ავტომობილების ტრანსპორტირება ლოკაციებს შორის
** ავტოპარკის მოვლა შენახვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Beka.vakhtangishvili@ehiglobal.ge
|
|
|
|