|
დასახელება:
ბიზნეს ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
საწყობი.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ და ორგანიზებულ ბიზნეს ადმინისტრატორს, რომელიც დაეხმარება კომპანიას ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ეფექტურად მართვაში.
პირობები:
** საწყის ეტაპზე ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ-მდე
** ადგილმდებარეობა: სამგორი, ქინძმარაულის ქუჩა 17.
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტაციის მართვა და ელექტრონული ხელმოწერების უზრუნველყოფა Signify-ს პლატფორმის გამოყენებით;
** ხელშეკრულებების ვადების კონტროლი, ჩარიცხვების კონტროლი;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა;
** სასურველია Signify-ს პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება (არარსებობის შემთხვევაში, სწავლა შესაძლებელია ადგილზე);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: hr@sawkobi.ge
|
|
|
|