|
დასახელება:
მიმღები-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ბრიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ძველ თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის ცვლაში.
ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან კომუნიკაბელურ ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ, განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
** Booking.com, Expedia, და სხვა სადაჯავშნო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
კომუნიკაციის კარგი უნარები
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმის ადვილად ათვისების უნარი.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** საქმის ადგილზე შესწავლას;
** კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
** კვირაში 2 დღე დასვენება;
** სამუშაო საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება: 1200 ლარი ნეტი
** კვებას;
** განვითარებას ტურიზმის სფეროში;
თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!!! გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|