Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და
კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.


ძირითადი პირობები:

ლოკაცია: სითი მოლის ფილიალი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ვის ვეძებთ?

"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მუსიკის მოყვარულ მაღაზიის კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს იდეალური ინსტრუმენტის არჩევაში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, გიყვარს მუსიკა და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ვაკანსია შენთვისაა!

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის ჩატარება, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** სტენდის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მუსიკალური გამოცდილება ან ინტერესები ჩაითვლება უპირატესობად.

გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს;
** ტრენინგებს მუსიკალურ ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდს, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@stc.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე