Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=697370&print=yes&view=jobs
 
ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: 8000 მოსავალი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 2000-მდე რჩეული ღვინო.

ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.

ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.

ჩვენი მისიაა მსოფლიოს შევაყვაროთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი (4 თბილისში, 1 ბათუმში და 1 ბერლინში) და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებს ჩვენგან:

** გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
** ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
** ონლაინ სასწავლო კურსების (coursera, udemy და სხვა) დაფინანსებას გარკვეული ბიუჯეტის ფარგლებში
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
** ფიტპასის აბონემენტს შეღავათიან ფასში
** სტარტაპულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას
** ანაზღაურებას (მიუთითეთ თქვენი მოლოდინი აპლიკაციაში)

რა უნდა შეეძლოს:

** ქართულად და ინგლისურად გამართულად წერა
** ფოტოების დამუშავება
** დღის/კვირის/თვის დაგეგმვა
** დაგეგმილი საქმის ბოლომდე მიყვანა/შესრულება კარგი ხარისხით
** გადაღების დაორგანიზება
** შემოქმედებითი ფიქრი. ახალი იდეების ინიცირება - შესრულება
** სოც. მედიის არხების მართვა Facebook, Instagram, Tiktok, LInkdin, Pinterest
** საკუთარი თავის წვრთნა და განვითარება
** თავის თავზე/შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება და საქმის დამოუკიდებლად შესრულება
** ღვინის არომატით ღვინის ჯიშის ამოცნობა (ამას ჩვენ ვასწავლით
ამ პოზიციაზე გრაფიკული დიზაინის და ფოტოგრაფიის ცოდნა გაძლევთ უპირატესობას.

რა უნდა აკეთოს:

ეს პოზიცია გულისხმობს 8000 მოსავლის პოპულარიზაციაზე ზრუნვას ციფრული არხების მეშვეობით. ყოველდღე ფიქრობს, როგორ გააგებინოს უფრო მეტ ადამიანს 8000 მოსავლის შესახებ და მოანდომოს მათ გახდნენ ჩვენი სტუმრები/გამომწერები/მყიდველები საინტერესო და მიმზიდველი კონტენტის შექმნითა და გამართული კომუნიკაციით.

საქმიანობის მიმართულებები:

** თვის საკომუნიკაციო გეგმის გაკეთება ყველა ციფრული არხის მიმართულებით.
** მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, აქციებზე, შეთავაზებებზე სათანადო კომუნიკაცია მომხმარებელთან მათი ჩართულობის გასაზრდელად.
** კომპანიაში მიმდინარე სამუშაო პროცესების ამსახველი "ლაივ" კადრების ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნა და ციფრულ არხებში გავრცელება.
** ღვინოზე ცნობიერების ამაღლებისთვის, შესაბამისი კონტენტის შექმნა გუნდთან ერთად და აუდიტორიისთვის მიწოდება.
** აუდიტორიასთან ინტერაქციისთვის, მათი ჩართულობის გასაზრდელად სხვადასხვა რუბრიკების/აქტივობების ინიცირება-განხორციელება.
** ან/და სხვა აქტივობების განხორციელება ციფრულ არხებში, რაც მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება.

ფასდება:

** გაზრდილი `ფოლოუერების` რაოდენობა ყველა არხში.
** აუდიტორიის `ჩართულობის` ხარისხი განთავსებულ მასალებზე.
** ციფრული არხებიდან გადამისამართებული გაყიდვებით ონლაინ მაღაზიაში.

შერჩევა 4 ეტაპიანია:

** აპლიკაცია
** გასაუბრება
** დავალება/პრეზენტაცია
** ანაზღაურებადი ერთ თვიანი საცდელი პერიოდი

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/Y93LUWQxCUieADrUA
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია