|
დასახელება:
სუპერმარკეტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მ.ა.მ
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00, კვირაში ერთი დღე დასვენება
ლოკაცია თბილისი: გლდანი-თეთრი ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღმის მასივი მე-4 კვარტალი, ისანი-წულაძის ქუჩა, ვარკეთილის მეურნეობა, წინუბანი-მშვიდობის ქუჩა (ლილო).
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ მეილზე human.resource.m.a.m@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557666428
|
|
|
|