Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=696463&print=yes&view=jobs
 
საოპერაციოს ექთანი - ოფთალმოლოგია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციოს ექთანი - ოფთალმოლოგია
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს ექთნის თანამდებობაზე ოფთალმოლოგიაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; შესაბამის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო ჩარევის/ქმედების განხორციელება კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
** ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვა;
** დანიშნული მკურნალობისა და კვლევების უზრუნველყოფა;
** საექთნო საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 23.02.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია