Робота для біженців з України
ლაბორატორიის 24სთ-იანი მორიგე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის 24სთ-იანი მორიგე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის 24სთ-იანი მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ანალიზების შედეგების შესაბამის ბლანკში შეყვანა და პაციენტის ელ.მისამართზე გაგზავნა;
** გამოძახებაზე გასული ბრიგადის მართვა/ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება /სტუდენტი (სამედიცინო/ბიოლოგიური მიმართულებით)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

** სამუშაო განრიგი: ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24სთ). სამუშაო საათები: 08:30-08:30.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.

ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "24სთ-იანი მორიგე-რეგისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე