აქსის თაუერსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს.
პოზიცია: სივრცის მენეჯერი
დამქირავებელი: აქსის თაუერსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელზე ასაღები ხელფასი: 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლიანობის გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ვიზიტორების მიმოსვლის მონიტორინგი;
** მოიჯარეების ინფორმირება შენობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** მოიჯარეების დახმარება მათგან მომართულ საკითხებში რელევანტურ პირებთან გადამისამართების გზით;
** სატელეფონო ზარების მიღება;
** კომპლექსის ლიფტის ბარათების აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა.
** შენობის ლობიში შექმნილი სიტუაციის და საჭიროების გათვალისწინებით, დაცვის, დასუფთავების ან/და ტექნიკური დეპარტამენტის ინფორმირება.
** სამუშაოს დასრულების შემდგომ, დაცვის სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება.
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით მოიჯარეების კმაყოფილების და უკმაყოფილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, პოზიციასთან შესაბამისი ფუნქციების შესრულება.
საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** მომსახურების ან სტუმარმასპინძლობის სფეროში 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** საჭირო თვისებები: პასუხისმგებლიანობა, კეთილსინდისიერება, მობილიზებულობა, სისხარტე, პატიოსნება, მოქნილობა, სერვისზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, ემოციური გაწონასწორებულობა, თავაზიანობა
** საჭირო უნარები: გუნდურად მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, სტრესულ სიტუაციაში სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი, გამართული მეტყველების უნარი, მოსმენის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვალი
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
წარმატებას გისურვებთ!
|