Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
კომპანია "ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია ითვალისწინებს მაღაზიაში არსებული მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვას, პროდუქციის სრულყოფილ ცოდნას, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებას და ხარისხიანი კონსულტაციის უზრუნველყოფას.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა პროფესიონალური მომსახურება კომპანიის სერვისის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის დეტალური ცოდნა და მისი ეფექტური პრეზენტაცია;
** სალაროსთან მუშაობა და გადახდების მიღება;
** პროდუქციის მარკირება, დახარისხება და მარაგების კონტროლი;
** მატერიალური პასუხისმგებლობის აღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მაღალი სეგმენტის საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სალარო პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ფორმა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულება;
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 21 სამუშაო დღე, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
** სამუშაო საათები: 10:30 - 20:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ლარი + საბონუსე სისტემა
** (საშუალო თვიური შემოსავალი ბონუსების ჩათვლით — 3, 500 ლარი).

რას გთავაზობთ კომპანია:

** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კომპანიის ხარჯზე ტრენინგებსა და გადამზადებას;
** პროფესიონალურ და თანამშრომლურ გუნდს.

განაცხადის წარდგენის წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
showroom@sleepgallery.ge და კანდიდატურის განხილვის აუცილებელი პირობა: ერთგვერდიანი ესსე თემაზე — "რატომ მსურს მუშაობა "სლიფ გალერი"-ში?"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე