|
დასახელება:
მათემატიკის რემედიაციის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ათასწლეულის სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლოდ გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში.
ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტების გაცნობა შესაძლებელია სკოლის ვებგვერდზე http://www.millennium-school.org/ge/proektebi
"ათასწლეულის სკოლის" მათემატიკის რემედიაციის მასწავლებელი:
** ახორციელებს მიზანმიმართულ რემედიაციულ მხარდაჭერას მოსწავლეთა აკადემიური საჭიროებების გათვალისწინებით;
** ქმნის მოსწავლეზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს;
** იყენებს მოკლე, დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს (გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 35 წუთი);
** სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს მრავალფეროვან, თანამედროვე სასწავლო რესურსებს;
** აკვირდება მოსწავლის პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის სტრატეგიებს;
** თანამშრომლობს საგნობრივ ექსპერტთან, კლასის მასწავლებლებთან, საფეხურის კოორდინატორთან და ფსიქოლოგთა გუნდთან;
** მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მათემატიკის ან პედაგოგიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რემედიაციის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ან არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო საათები: 15:00 - 17:00
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 35 წუთი
სამუშაო ფორმატი: მცირე ჯგუფები
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org
აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 10 თებერვლისა.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org
|
|
|
|